მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველო

ხაზარაძე მევახშეობის აკრძალვის ინიციატივით გამოდის

პოლიტიკური პარტია “ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე მევახშეობის აკრძალვის იდეით გამოდის.

როგორც მან ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა, ადამიანებს ერთმანეთში ერევათ ბანკი და მევახშე.

“ადამიანებს ერევათ, მე დავდივარ მიტინგზე, მოდიან ქალბატონები და ამბობენ ბანკის ძალიან დიდი ვალი მაქვს, მე ყველას ვეკითხები: “რომელი ბანკის?” იმ 16 ბანკის, რომელმაც მსოფლიოში სახელი გაითქვა და ყველაზე დიდი ინდუსტრია შექმნა? არა და მეუბნებიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, ან ვიღაც კერძო პირის თემას. პირდაპირ მინდა, გამოვიდე ინიციატივით. ეთერებით გადის ძალიან არაეთიკური, რბილად რომ ვთქვათ, სარეკლამო რგოლები და ჩვენ, მე პირადად მამკობენ სიტყვა “მევახშით”. მე მინდა, მოსახლეობას განვუმარტო, მევახშე ქართული განმარტებითი ლექისკონით ნიშნავს კერძო პირს, რომელიც მეორე პირს ასესხებს თანხას და ამით ნახულობს სარგებელს. მე გამოვდივარ ინიციატივით, რომ საქართველოში მსგავსი საქმიანობა, რომელიც არალეგალურია, იქნას კანონით დასჯადი”, – განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძე “თიბისი ბანკის” დამფუძნებელია.

მსგავსი პოსტები

Back to top button