ხე-ტყის მასობრივი ჭრა კახეთის ქალაქებში

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ერთდროულად ხე-ტყის უკანონო ჭრის 10 ფაქტი გამოავლინეს.

როგორც რადიო “ჰერეთს” უწყებიდან აცნობეს, სამართალდამრღვევებმა ლაგოდეხის, თელავის, საგარეჯოს და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში უკანონოდ მოჭრეს რცხილის, მუხის და წიფლის ხეები.

ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინესს სიღნაღშიც. სამართალდამრღვევებს ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე გადაჰქონდათ საერთო ჯამში 2 კბმ რცხილის სახეობის ხე-ტყე.

შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button