ხე-ტყის მასობრივი ჭრა კახეთში
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრის 6 ფაქტი გამოავლინეს – ამის შესახებ რადიო “ჰერეთს” გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან აცნობეს.
ოფიციალური ინფორმაციით, თელავის, ახმეტის, სიღნაღის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს რცხილის და წიფლის სახეობის ხეები.
შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა რაიონულ სასამართლოებს.