ხე-ტყის უკანონო ჭრა და თევზჭერის ფაქტები კახეთში

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 5 ფაქტი გამოავლინეს.
უწყების მტკიცებით, ლაგოდეხის, ყვარლის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში სამართალდამრღვევებმა უკანონოდ მოჭრეს წიფლის, რცხილას და მუხის სახეობის ხეები.
შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოს.
უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი კი საგარეჯოში გამოავლინეს. მდინარე იორზე სამართალდამრღვევები თევზაობდნენ ე.წ. მოსასმელი ბადით.
მიმდინარეობს გამოძიება.