ხე-ტყის უკანონო ჭრა და თევზჭერის ფაქტები კახეთში

12821624_1452991414715272_6159881318524134972_nგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 5 ფაქტი გამოავლინეს.

უწყების მტკიცებით, ლაგოდეხის, ყვარლის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში სამართალდამრღვევებმა უკანონოდ მოჭრეს წიფლის, რცხილას და მუხის სახეობის ხეები.

შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოს.

უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი კი საგარეჯოში გამოავლინეს. მდინარე იორზე სამართალდამრღვევები თევზაობდნენ ე.წ. მოსასმელი ბადით.

მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი პოსტები

Back to top button