სისხლიანი ჰაჯი მექაში [Photo/video]

25 სექტემბერს, საუდის არაბეთში, მუსლიმური ჰაჯის მსვლელობის დროს, ჭყლეტა მოხდა. უკანასკნელი მონაცემებით, მექიდან 15 კილომეტრში, 717 პილიგრიმი დაიღუპა, 850-ზე მეტი მძიმედ დაშავდა – იუწყება The Daily Star.

მექა -მუჰამედ წინასწარმეტყველის დაბადების და ყველამუსულმანისთვის წმინდა ადგილია. ჰაჯი ისლამური კალენდრის მეთორმეტე თვეს იწყება (რომელიც მთვარის წელიწადია და არა მზის, ამიტომ რამადანი და ჰაჯი ხან ზაფხულშია, ხანაც ზამთარში). ყოველ წელს, მილიონობით მუსლიმანი წმინდა ადგილს მექაში – ქააბას მიაშურებს.

ამ პროცესს ჰაჯი ეწოდება და ყოველი მაჰმადიანისთვის მორალური ვალდებულებაა. პილიგრიმმა ქააბას შვიდჯერ უნდა შემოუაროს. ამ დღეებში მორწმუნეები შინურ ცხოველებს სწირავენ.

ქააბა (არაბ. الكعبة‎‎ «კუბი») — კუბური ფორმის მუსლიმური სიწმინდე (ნაგებობა) რომლის აგებაც ღმერთმა ოთხი ათასი წლის წინ დაავალა აბრაამს და ისმაელს. გადმოცემის მიხედვით, ქააბა იმ ქვისგანაა აგებული, რომლისგანაც ადამის მიერ დაარსებული სამლოცველო იყო აშენებული. ღმერთმა აბრაამს მოუწოდა, რომ კაცობრიობა სალოცავად აქ მოეყვანა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”18943″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button