ხე-ტყის უკანონო ჭრის 14 ფაქტი კახეთში [Photo]

რადიო “ჰერეთის” ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრის 14 ფაქტი გამოავლინეს.

“ლაგოდეხის, თელავის, საგარეჯოს და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სამართალდამრღვევებმა უკანონოდ მოჭრეს რცხილის, მუხის და წიფლის სახეობის ხეები”, – ამის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურში განაცხადეს.

მათი თქმით, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარვევის ოქმები. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნათ რაიონულ სასამართლოებს.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”22473″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button