მნიშვნელოვანისიახლეები

ხელები შორს ორგანიზაცია “სირცხვილიასგან” -მდინარაძე

ხელები შორს ორგანიზაცია “სირცხვილიასგან” – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც ის გავრცელებულ პოსტში განმარტავს, ფაშისტური ბულინგი ნებისმიერის მიმართ მიუღებელია.

„ფაშისტური ბულინგი ნებისმიერის მიმართ მიუღებელია!

ხელები შორს ორგანიზაცია “სირცხვილიასგან”.

“სირცხვილიას” ბულინგიც სირცხვილია!“ – წერს მდინარაძე.

ცნობისთვის, მოძრაობა „სირცხვილია“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში ორგანიზაციის მიმართ კრიტიკის საგნად იქცა.

მოძრაობა “სირცხვილია” “უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში” დარეგისტრირდება

საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტო „აგენტების კანონზე“. ეს კანონი უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლად აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისგან იღებენ დაფინანსებას.

„აგენტების კანონის“ გასაუქმებლად საკონსტიტუციო სასამართლოში 4 სარჩელია შესული: ერთი პრეზიდენტის, მეორე იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების, რომლებსაც ეს კანონი ეხებათ, მესამე ოპოზიციური პარტიების, მეოთხე კი მედიის.

მსგავსი პოსტები

Back to top button