მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინულმა ძალებმა ხერსონის ოლქში დნეპრის მარცხენა სანაპიროზე პოზიციები დაიკავეს.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, სავარაუდოდ, ხერსონის ოლქის მარცხენა (აღმოსავლეთ) სანაპიროზე შესვლა მოახერხეს, – „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანალიტიკოსების შეფასებით ამას რუსი სამხედრო კორესპონდენტებისა და ბლოგერების მიერ 22 აპრილს გამოქვეყნებული გეოლოკაციური კადრები აჩვენებს.
სამხედრო ანალიტიკოსებმა პირველად მიუთითეს, რომ შესაძლოა, ამ ტერიტორიებზე კონტროლი უკრაინის ძალებმა აიღეს.

ფოტოების მიხედვით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს პოზიციები ოლეშკის ჩრდილოეთით დნეპრის ნაპირებზე (ქალაქ ხერსონიდან დაახლოებით 7 კმ სამხრეთ-დასავლეთით) და დასახლებული პუნქტის ჩრდილოეთის გარეუბანში, ასევე სოფელ დაჩის დასავლეთით (ხერსონიდან სამხრეთით 10 კმ) წინსვლა შეძლეს.

„კიდევ ერთი სამხედრო საბრძოლო მოქმედებების რუკის თანახმად, რუსული ძალები, 22 აპრილის მდგომარეობით, არ აკონტროლებენ ზოგიერთ კუნძულს მდინარე დნეპრის დელტაში, ხერსონის სამხრეთ-დასავლეთით, რაც მიუთითებს უკრაინელების შესაძლო წინსვლაზე ამ კუნძულებზე“, – აცხადებენ „ომის შემსწავლელი ინსტიტუტში“.

ანალიტიკოსების შეფასებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქის აღმოსავლეთ სანაპიროზე უპირატესობის მოპოვება, შესაძლოა, რუსული ჯარების საარტილერიო ცეცხლის დაბალი ინტენსივობის გამო შეძლეს. მანამდე ზოგიერთი რუსი „სამხედრო კორესპონდენტი“ აცხადებდა, რომ საარტილერიო ცეცხლის დაბალი ინტენსივობა რუსული სამხედრო სარდლობის გადაჭარბებული ცენტრალიზაციით იყო გამოწვეული.

ამავდროულად, „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ რუსული ძალები, შესაძლოა, პრიორიტეტს ანიჭებენ თავდაცვის შენარჩუნებას ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ოლეშკი და ნოვა კახოვკა.
რუსულმა სამხედრო ძალებმა, ღამით, ქალაქ ხარკოვსა და ხარკოვის ოლქზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს, დაზიანებულია ადგილობრივი საწარმო და კერძო სახლები.

64-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქის 5 სასაზღვრო დასახლება.

მსგავსი პოსტები

Back to top button