მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ხელისუფლება საფრთხეს უქმნის სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელსაც ეფუძნება თავდაცვის ძალების გაძლიერება და ნატო-ს სტანდარტებზე აყვანა-პრეზიდენტი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებას ეხმაურება

,,დასანანია,,-თავდაცვის სამინისტრო "ღირსეული პარტნიორი 2024-ის" გაურკვეველი დროით გადადების შესახებ გამოეხმაურა

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი თქმით, ხელისუფლება საფრთხეს უქმნის სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელსაც ეფუძნება თავდაცვის ძალების გაძლიერება და ნატო-ს სტანდარტებზე აყვანა.

„ევროპის გზა საფრთხის ქვეშ დააყენეს რუსული კანონის მიღებით, ამერიკელი პარტნიორების შეურაცხყოფით და მათ მიმართ წარმოთქმულ ბრალდებების (მეორე ფრონტი თუ გადატრიალებისა) შედეგად ახლა საფრთხეს უქმნიან ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელსაც ეფუძნება ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერება და ნატო-ს სტანდარტებზე აყვანა.

ამას ეძახიან საქართველოს ინტერესებს… ამ დროს დასუსტებულ და იზოლირებულ საქართველოს უჩენენ ბევრად დიდ საფრთხეს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო, რის ფარგლებშიც სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ ჩატარება განუსაზღვრელი ვადით გადაიდება.

აშშ-მა საქართველოსთან სამხედრო წვრთნები განუსაზღვრელი ვადით გადადო

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დასანანია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადება, მრავალეროვნული სწავლება “ღირსეული პარტნიორი 2024-ის” გაურკვეველი დროით გადადების შესახებ.

როგორც თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სწავლების გადადების მიუხედავად, აღნიშნული ფორმატები გრძელდება, მათ შორის, მიმდინარეობს მზადება მრავალეროვნული სწავლებისთვის “მტკიცე სული 2025“.

“ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებთ, რომელიც ეფუძნება ჩვენი ქვეყნების საერთო ინტერესებსა და მიზნებს.

დასანანია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადება, მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გაურკვეველი დროით გადადების შესახებ.

საერთაშორისო სწავლებებს, მათ შორის „ღირსეული პარტნიორი 2024“-ს სარგებელი მოაქვს როგორც საქართველოსთვის, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და მასში მონაწილე პარტნიორი ქვეყნებისთვის, რადგან ხელს უწყობს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, სამხედრო მოსამსახურეების შესაძლებლობების განვითარებას, პროფესიონალიზმის ამაღლებას და ურთიერთთავსებადობის გაზრდას.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ფორმატები არსებობს. სწავლების გადადების მიუხედავად, ზემოთ ხსენებული ფორმატები გრძელდება, მათ შორის, მიმდინარეობს მზადება მრავალეროვნული სწავლებისთვის “მტკიცე სული 2025,” – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, პენტაგონმა საქართველოში ღირსეული პარტნიორის სწავლება განუსაზღვრელი ვადით გადადო. განცხადება ამის შესახებ ცოტა ხნის წინ შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა გაავრცელა. ლოიდ ოსტინის უწყებაში განმარტავენ, რომ 30 მაისს ოფიციალურმა ვაშინგტონმა საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის სრული გადახედვა დაიწყო და “ღირსეული პარტნიორის” გადადება უკავშირდება ამერიკისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის ცრუ ბრალდებას, იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოზე ზეწოლა ხდება რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნისთვის.

მსგავსი პოსტები

Back to top button