“ხელისუფლებამ გადაწყვიტა, პოლიტიკური პროცესებიდან გამოთიშოს ჩვენი პარტიის აქტიური წევრები ახალციხეში”
“ნაციონალური მოძრაობის” ახალციხის საარჩევნო შტაბის თავმჯდომარის, დავით ბალიაშვილისა და შტაბის ერთ-ერთი წევრის, გელა დემეტრაძის
PCR ტესტის პასუხმა უარყოფითი შედეგი აჩვენა. ამის მიუხედავად, შტაბის წევრები კარანტინში გადაიყვანეს, სადაც 25 სექტემბრამდე დარჩებიან.
“ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ წინასაარჩევნოდ, პარტიის მიმართ მიზანმიმართული კამპანია ხორციელდება.
“გუშინვე მივიღეთ PCR ტესტის პასუხები, რომ არც ერთ ჩვენ თანამებრძოლს არ დაუდასტურდა კორონავირუსი. მიუხედავად ამისა, ისინი რჩებიან კარანტინში და მათ არ აძლევენ საკარანტინო სივრცის დატოვების უფლებას 25 სექტემბრამდე.
“ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, პოლიტიკური პროცესებიდან გამოთიშოს ჩვენი პარტიის აქტიური წევრები ახალციხეში.
“ქართული ოცნების” ახალციხის საკრებულოს წევრი, სამველ ოვეიანი, რომელიც ასევე კონტაქტში იყო კოვიდინფიცირებულთან, ის არ გადაუყვანიათ კარანტინში და დღემდე თვითიზოლაციაში იმყოფება.”- აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი.
მოისმინეთ ზაალ უდუმაშვილის ხმა.
ცნობისთვის, დემეტრაძე და ბალიაშვილი კარანტინში 14 სექტემბერს, ქელეხის სუფრიდან გადაიყვანეს.