მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ხელისუფლებას თელავში ქონების წართმევის მცდელობაში ადანაშაულებენ

თელავის აგრარული ბაზრის ამჟამინდელი მფლობელი, ხელისუფლებას მის საკუთრებაში არსებული სავაჭრო ობიექტის წართმევის მცდელობაში ადანაშაულებს.

პანკისის ხეობის მკვიდრი, ჯაბრაილ ხანგოშვილი ირწმუნება, რომ მის წინააღმდეგ წამოწყებული სასამართლო პროცესის უკან, ხელისუფლების წარმომადგენლები დგანან.

დღეს ხანგოშვილმა ოჯახის წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად, სოფელ დუისში აქცია გამართა და მასზე ზეწოლის შეწყვეტა მოითხოვა.

” ცდილობენ ბაზარი წამართვან. რამდენიმე ყოფილ თანაშრომელს აჩივლინეს და ეხმარებიან სასამართლოში. ჩემი ადვოკატი, დიმიტრი გაბუნიაც კი გადაიბირეს და პროცესზე აღარ გამოცხადდა. მოქალაქეობა შემიწყვიტეს და ბინადრობის უფლება სასამართლოთი მივიღე. მოვითხოვ, შეწყვიტონ ჩემზე ზეწოლა და საკუთრების უკანონო წართმევა “- განაცხადა ხანგოშვილმა.

სასამართლო დავა თელავის ბაზრის თაობაზე, 2013 წლიდან მიმდინარეობს. საქმე უკვე განიხილა უზენაესმა სასამართლომ, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ ცნობილი არ არის.

თელავის აგრარული ბაზარი, თავად ჯაბრაილ ხანგოშვილმა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, სასამართლო წესით დაიბრუნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button