კულტურამნიშვნელოვანიმოზაიკასიახლეები

ხელოვნებას საზღვარი არ აქვს – რობერტ სტურუა მოსკოვში გამგზავრებაზე

რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა მოსკოვში გაემგზავრა. მან წინასწარი ვიზიტის მიზეზად სცენის ნახვა დაასახელა, სადაც დასმა უნდა ითამაშოს.

„წინასწარ მივდივარ სცენა რომ ვნახო როგორ მდგომარეობაშია, სადაც მსახიობები ჩამოვლენ 27 ივნისს და უნდა ითამაშონ. იცით რა მაკვირვებს? – რატომ გაქვთ ჩვენზე ასეთი აღგზნება, როცა რუსული თეატრები ჩამოდიან, მაშინ ტაშით ხვდებით. ხელოვნებას საზღვარი არ აქვს. მივდივარ ხელოვნების საჩვენებლად, რას აკეთებს საქართველო მაშინაც, როცა ასეთ სავალალო მდგომარეობაში ჩააყენა რუსეთმა”,- ამბობს სტურუა.

შეგახსენებთ, რომ  მოსკოვი ჩეხოვის ფესტივალს მასპინძლობს, სადაც სხვადასხვა ქვეყნის თეატრალურ დასებთან ერთად, 27 ივნისს საქართველოც მიიღებს მონაწილეობას.

მსგავსი პოსტები

Back to top button