
მადრიდის „რეალმა“ 2018 წელს ყველაზე მეტი დახარჯა ხელფასებზე ევროპულ საფეხბურთო კლუბებს შორის. „სამეფო კლუბის“ ხარჯი წინა წელთან შედარებით 32 პროცენტით გაიზარდა და სარეკორდო 406 მილიონი ევრო შეადგინა.
რეიტინგი ასე გამოიყურება:
1. რეალი – € 406 მილიონი
2. ბარსელონა – € 378 მილიონი
3. მანჩესტერ სიტი – € 334 მილიონი
4. მანჩესტერ იუნაიტედი – € 306 მილიონი
5. ბაიერნი – € 276 მილიონი
6. პარი სენ-ჟერმენი – € 272 მილიონი
7. იუვენტუსი – € 264 მილიონი
8. ჩელსი – € 256 მილიონი
9. ლივერპული – € 244 მილიონი
10. არსენალი – € 234 მილიონი