მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომის დაწყებიდან 405-ე დღეა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქები დაბომბეს

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბური ომის დაწყებიდან 405-ე დღეა. რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანა იერიში უკრაინის ქალაქ ოდესასა და ოდესის რაიონზე.

უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების ინფორმაციით, წუხანდელი შეტევისას რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის სამხრეთში გამოიყენეს ირანული წარმოების 17 დრონი(Shahed-136/131). საჰაერო თავდაცვის ძალებმა 14 გაანადგურეს.

უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმის შედეგები ჯერჯერობით უცნობია. უკრაინული მედიასაშუალებების ინფორმაციით, წუხელ ოდესაში რამდენიმე აფეთქება მოხდა. გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, ქალაქში საჰაერო განგაში მხოლოდ აფეთქებების შემდეგ გამოცხადდა.

განახლება. ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის მონაცემებით, ერთი დრონი მოხვდა საწარმოს, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა. მსხვერპლი არ არის. ადმინისტრაცია არ აკონკრეტებს, რომელი საწარმო იყო რუსეთის სამიზნე. ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 13 დრონი მოიგერიეს ოდესის ოლქის თავზე და 1 – ნიკოლაევში.

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, გუშინ, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა.

“3 აპრილს, რუსებმა დონეცკის ოლქის 4 მცხოვრები მოკლეს: 2 ტორეცკში, 1 ავდეევკაში და 1 ტორსკოეში. კიდევ 3 ადამიანი დაშავდა რეგიონში”, – თქვა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სელიდივი “გრადებით” დაბომბეს – ინფორმაციას ქალაქის სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს. ავიაიერიშის შედეგად განადგურებულია საცხოვრებელი კორპუსები.

“დღეს უკრაინელები კიდევ ერთხელ მოექცნენ გრადის საზენიტო-სარაკეტო სისტემის რასისტული დაბომბვის ქვეშ. მტრის თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და ფერმის შენობები”, – ნათქვამია განცხადებაში
4 აპრილის დილის მდგომარეობით, რუსული ჯარების მხრიდან დონეცკის რეგიონის დაბომბვის შედეგად, მინიმუმ 1450 ადამიანი დაიღუპა, 3339 კი დაშავდა.

რუსეთის არმიამ სამშაბათ საღამოს ავიაიერიში განახორციელეს უკრაინის ჩერნიგოვის რაიონის სოფელ პეჩენიუგიზე, სადაც ცეცხლი გაუჩნდა კერძო სახლსა და სამეურნეო ნაგებობებსს. ამის შესახებ იტყობინება უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა “ჩრდილოეთი“, რომლის ინციდენტი დაახლოებით 17: 31 საათზე მოხდა.

“როგორც ცნობილი გახდა, ცეცხლი ორი რუსული სუ-35-ის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად გაჩნდა. წინასწარი მონაცემებით, რუსულმა გამანადგურებლებმა დასახლებაში ორი ბომბი ჩამოაგდეს”, – იტყობინება უკრაინის სარდლობა.

სამხედროების ინფორმაციით, დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ მიუღიათ.

უკრაინის სასაზღვრო რაიონებს რეგულარულად უშენს ცეცხლს რუსეთი, რომელიც უარყოფს დასახლებული პუნქტების დაბომბვას.

უკრაინის საზღვაო შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსეთმა შავ ზღვაში წყალქვეშა სარაკეტო მატარებლების რაოდენობა გაზარდა.

“4 აპრილის მდგომარეობით, შავ ზღვაში მოწინააღმდეგის 7 ხომალდია საბრძოლო მორიგეობაზე, მათ შორის 3 საკრუიზო რაკეტების მატარებელი, 20-მდე რაკეტით..ასევე აზოვის ზღვაში – 1 მტრის გემია; ხმელთაშუა ზღვაში 7-მდე ხომალდი, საიდანაც 3 კალიბრის საკრუიზო რაკეტების მატარებელია ჯამში 20-მდე რაკეტით“, – წერია განცხადებაში

შეგახსენებთ, რომ 24 მარტის მონაცემებით, შავ ზღვაში რუსეთის ოთხი საკრუიზო სარაკეტო მატარებელი იყო, ჯამში 24 რაკეტით აღჭურვილი.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button