რეგიონისაქართველოსიახლეები
ხელვაჩაურში შველი იპოვეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყოროლისთავში მოქალაქემ საცხოვრებელ სახლთან შველი იპოვა და ცხელ ხაზზე დარეკა.
ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.
„შემოსული შეტყობინების საფუძველზე, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები, მითითებულ ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ და შველი ბათუმის ზოოპარკში გადაიყვანეს.
“მკურნალობის დასრულების შემდგომ, ვეტერინარის რეკომენდაციის საფუძველზე, შველს ველურ ბუნებაში გაუშვებენ“. – აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.