მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ხერსონში რუსული ჯავშან-ტექნიკა გადაადგილდება

ხერსონის ქუჩებში რუსული ჯავშან-ტექნიკა გადაადგილდება. გავრცელებული ინფორმაციით, რუს ოკუპანტებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოქალაქეები ტყვეებად აჰყავთ. სავარაუდოდ, რუსი სამხედროები მათ გადაადგილებისას ფარებად იყენებენ.

ქალაქში ამ წუთებში საჰაერო განგაშია, ისმის ძლიერი აფეთქებების ხმა.
სხვა წყაროებით ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

“ჩერნიგოვიდან გასასვლელი გზები დანაღმულია, დარჩით თავშესაფრებში!” – ამის შესახებ ჩერნიგოვის სამხარეო ადმინისტრაციის უფროსმა ვიაჩესლავ ჩაუსმა გნაცხადა.

“ქალაქიდან ყველა გასასვლელი დანაღუმულია. დანაღმულია – ნიშნავს, რომ იქ არის ნაღმები და შესაძლოა მათზე აფეთქდეთ.

ჩერნიგოვი თავდაცვისთვის მზად არის.

არ ჩააგდოთ თქვენი და თქვენი ახლობლების სიცოცხლე საფრთხეში. დარჩით სახლში ან თავშესაფრებში,” – აფრთხილებს მოსახლეობას ჩაუსი.
პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ. პუტინმა “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოაცხადა უკრაინის “დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”. რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს სამი მხრიდან – ჩრდილოეთიდან(ბელარუსი), აღმოსავლეთიდან(დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან(ანექსირებული ყირიმი).

უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის, ხელისუფლების და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ სერიოზული სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა. რუსეთისთვის სანქციებით გამოცხადებული ბრძოლის გარდა, დასავლეთი უკრაინას უწევს სამხედრო და ფინანსურ დახმარებას.

მსგავსი პოსტები

Back to top button