ხიდაშელი არ გამორიცხავს, რომ ძოძუაშვილი „დელტას“ ხელმძღვანელად დაბრუნდეს

არ მივიჩნევ საჭიროდ, ჩემი დაქვემდებარებაში მყოფი პირების განცხადებებზე კომენტარი ვაკეთო იმასთან დაკავშირებით, მქონდა თუ არა „დელტას“ ხელმძღვანელ უჩა ძოძუაშვილთან კომუნიკაცია, – ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი, „დელტას“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

„თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა ამ თემაზე განცხადება. ბოლო სამი კვირის განმავლობაში ძალიან ბევრი კითხვა დაისვა და თავდაცვის სამინისტრო არასოდეს არ ყოფილა განზე საზოგადოების მაღალი ინტერესის დაკმაყოფილებისგან. ამიტომ გავავრცელეთ ჩვენ განცხადება ორი დღის წინ. დაიწყო თავდაცვის სამინისტრომ მოკვლევა ამ ინტერესის დასაკმაყოფილებლად, რეალობის საჩვენებლად. გაირკვევა ყველაფერი. ბრძანებაზე ხელი მოწერილია, მაგრამ თუ არაფერი არ გამოვლინდა, შესაბამისად, უჩა ძოძუაშვილი დაბრუნდება სამსახურში“,-აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ “დელტას” თავდაცვის სამინისტრომ თანხა არ გადაურიცხა, როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, სამინისტრომ უკვე გამოაქვეყნა გადარიცხვის ფურცელი.

16 მაისს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობას თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია შეისწავლის. სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებას სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი “დელტა” უზრუნველყოფს.

წყარო

მსგავსი პოსტები

Back to top button