ხიდაშელი არ გამორიცხავს თავდაცვის მინისტრი გახდეს

“ვერაფერს გეტყვით, რადგან პრემიერ-მინისტრი თავად გააკეთებს განცხადებას. მე დღეს უკვე გავაკეთე კომენტარი, რომ კონსულტაციები მიმდინარეობს მთავრობასთან დაკავშირებით ბევრ თემაზე. ამაზე პრემიერი თავად გააკეთებს განცხადებას. როდესაც ხარ პოლიტიკაში, ყველაფერს ეთანხმები”, – ეს განცხადება პარლამენტის წევრმა, საგარეჯოს მაჟორიტარმა თინათინ ხიდშელმა ჟურნალისტებთან ცოტა ხნის წინ გააკეთა.

დღეს ტელეკომპანია “იმედმა” გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე შესაძლოა თინა ხიდაშელმა შეცვალოს.

მინდია ჯანელიძემ ჟურნალისტებთან მის შესაძლო გათავისუფლებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა.

ჯანელიძემ თავდაცვის სამინისტროში გამართული საზეიმო ღონისძიება კომენტარის გარეშე დატოვა.

“რესპუბლიკური პარტიის” წევრის, დეპუტატ დავით ბერძენიშვილის თქმით, “რესპუბლიკელებმა” იციან,  ვინ დაინიშნებიან მინისტრებად.

“რესპუბლიკელებმა” იციან, ვინ იქნება თავდაცვის მინისტრი და ზოგადად მთავრობაში. ვერაფერს გეტყვით ამის შესახებ, დაელოდეთ რამდენიმე საათს”, – აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას ხვალ, 10:00 საათზე დაასახელებს.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button