ხიდები კიბორჩხალებისთვის და გვირაბები პინგვინებისთვის: ცხოველებისთვის შექმნილი უცნაური კონსტრუქციები [Video]

მართალია, ამ ბოლო დროს ადამიანები ახალ-ახალი ინფრასტრუქტურული პროექტებით ცხოველთა ბინადრობის გარემოში სულ უფრო ხშირად იჭრებიან და მისთვის საგრძნობი ზიანი მოაქვთ, მაგრამ ამავე დროს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ფაუნის დასცავად უცნაურ კონსტრუქციებსაც ქმნიან. ბრიტანული გამოცემა The Daily Mail-ი ყველაზე საოცარი ნაგებობების მოკლე მიმოხილვას გვთავაზობს.

მაგალითად, ახალი ზელანდიის ქალაქ ოამარუს ერთ-ერთი გზატკეცილის ქვეშ ცისფერი პინგვინებისთვის გვირაბი გაიყვანეს, ხოლო შობის კუნძულზე (ავსტრალია) კიბორჩხალებისთვის, რომლებიც ყოველწლიურად ტყიდან ოკეანეში მიგრირებენ, საგანგებო ხიდი ააშენეს.
ასევე იაპონელმა ბუნების დამცველებმა ქალაქ კობეში სარკინიგზო ლიანდაგის გასწვრივ კუებისთვის სპეციალური სვლაგეზი ააშენეს, საფრანგეთში ბაყაყებისთვის გვირაბი გაიყვანეს, ხოლო უელსში თაგვებისთვის ხიდი ააგეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button