ხიდიდან მანქანა გადავარდა – მსხვერპლი არ არის [Photo]

საქართველოდან აზერბაიჯანში მიმავალი მაღალი გამავლობის მანქანა, ე.წ “ტრაილერი” ლაგოდეხში ხევში გადავარდა. მსხვერპლი არ არის.

“ტრაილერის” მძღოლი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის “არქიმედეს კლინიკაში” გადაიყვანა და რადიო “ჰერეთის” ინფორმაციით, მისი ჯამრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ავტომანქანა სხვადასხვა სახის საქონლით იყო დატვირთული. სამართალდამცავებმა შემთხვევის შესახებ უკვე აცნობეს ტვირთის მფლობელ კომპანიას თურქეთში. ავარიის გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. დაწყებულია გამოძიება.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”21328″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button