ხიჯაბიანი ბარბი Instagram-ის ვარსკვლავი გახდა [Photo]
24 წლის ნიგერიელმა ანიფა ადამმა Instagram-ის ქსელში თოჯინა ბარბის ფოტოსურათები გამოაქვეყნა, რომელიც ქალთა ტრადიციულ მუსლიმურ სამოსში – ხიჯაბშია გამოწყობილი. პროექტმა სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობა მოიპივა და მას “ხიჯარბი” დაარქვეს, – იუწყება გამოცემა Style.Mic.
დიდ ბრიტანეთში განათლების მიღების შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულმა ადამმა ახალი პროექტის განხორციელება ჩაიფიქრა. ანიფას თქმით, მას დიდი ხანია სურს, რომ თოჯინები მასავით იყვნენ ჩაცმულები.
ადამი თოჯინების ტანსაცმელს თვითონ კერავს. მინიატურულმა ხიჯაბებმა მუსლიმი ფეშენ-ბლოგერების აღიარება უკვე დაიმსახურა.
პროექტ “ხიჯრაბის” ავტორს მიაჩნია, რომ მუსლიმ ბავშვებს ისეთი სათამაშო უნდა ჰქონდეთ, რომელიც მათ ტრადიციებთან ახლოს დგას.
“აღნიშნული პროექტი მარტო მოდას არ ეძღვნება. ვფიქრობ, ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი თოჯინები პატარა გოგონებში თვითშეფასებას აამაღლებს, მათ თავდაჯერებულობასა და სრულფასოვნების შეგრძნებას შემატებს”, – განაცხადა ანიფა ადამმა.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”29097″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]