ხინჩეგაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია, პეტრიაშვილი – პრიზიორი [Video]

12 სექტემბერს, მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო დღეს,ლას-ვეგასის ხალიჩაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 50-70-74-125 წონის წარმომადგენლებმა იასპარეზეს.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57) მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, გენო პეტრიაშვილმა (125) კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მედლებთან ერთად საქართველოს ნაკრებმა კიდევ 2 ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვება შეძლო.
11 სექტემბერს, ბრინჯაოს მედლის მფლობელი თავისუფალი სტილით მოჭიდავე სანდრო ამინაშვილი (86) გახდა, რიოში გამოსვლის უფლება კი მასთან ერთად მეხუთე ადგილზე გასულმა ელიზბარ ოდიკაძემაც(97) მიიღო.
ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავეთაგან ბრინჯაოს მედალი მხოლოდ ლაშა გობაძემ (80) მოიპოვა, თუმცა ამ წონით კატეგორიაში ოლიმპიადის ლიცენზია არ გაიცემა.
ამრიგად, სულ ქართველი ფალავნების ანგარიშზე 4 მედალია მოპოვებული- ერთი ოქრო და სამი ბრინჯაო.