მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
ხისტი გადაწყვეტილებები საჭირო იქნება-ამირან გამყრელიძე
ეპიდვითარებასთან დაკავშირებით პროგნოზი არასაიმედოა და აუცილებელია უფრო ხისტი გადაწყვეტილებების მიღება.ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. გამყრელიძის თქმით, ის საკოორდიანციო საბჭოზე ამის შესახებ საუბრობს.
პროგნოზი არ არის საიმედო, გეთანხმებით, რომ ხისტი გადაწყვეტილებები საჭირო იქნება, ამას გადაწყვეტს საკოორდინაციო საბჭო. მე რასაც ვთავაზობ ამას ვსაუბრობ საკოორდინაციო საბჭოზე”, – ამბობს გამყრელიძე.
გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 5 219 ახალი შემთხვევა დადასტურდა, კიდევ 42 პაციენტი გარდაიცვალა. ვირუსისგან 2 348 ადამიანი გამოჯანმრთელდა.