ყიზილაჯლოს ფაქტზე დაკავებულების საკითხს სასამართლო დღეს განიხილავს

მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს.

პროკურატურას რუსთავის საქალაქო სასამართლოსთვის შესაბამისი შუამდგომლობით ჯერ არ მიუმართავს, თუმცა თუ შუამდგომლობა სასამართლოში დღის პირველ ნახევარში შევა, გამორიცხული არაა სასამართლო სხდომა დღეს ჩაინიშნოს.
მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოს 48-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე 6-ვე პირს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. პროკურატურა სასამართოს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button