ხმაური და დაპირისპირება გიორგიწმინდაში
ხმაური იყო საგარეჯოს რაიონის სოფელ გიორგიწმინდაში, მე-20 საარჩევნო უბანზე.
ერთმანეთს “პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატის ირმა ინაშვილისა და “ქართული ოცნების” კანდიდატის თამარ ხიდაშელის მომხრეები დაუპირისპირდნენ.
როგორც ირმა ინაშვილის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა განაცხადა, საარჩევნო უბანზე მისული იყო სოფლის გამგებელი გიორგი ჭიაბერაშვილი, რომელიც ზეწოლას ახდენდა ამომრჩეველზე და დაპირისპირებაც აღნიშნულს მოჰყვა.
მაჟორიტარობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან”, თამარ ხიდაშელი გიორგიწმინდაში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობას ირმა ინაშილის შტაბს აკისრებს. როგორც ხიდაშელმა განაცხადა, მისი ინფორმაციით, ინაშვილის შტაბის წარმომადგენლები უბანთან ნასვამ მდგომარეობაში მივიდნენ და ძალადობის პროვოცირება გამოიწვიეს.
ამ დროისათვის ინციდენტი ამოწურულია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიციამ სოფლის გამგებელი დაკითხვაზე წაიყვანა.