ხმაური და მწავავე დაპირისპირება თბილისის საკრებულოში

downloadთბილისის საკრებულოში მწავავე დაპირისპირების მიზეზად იქცა სოლოლაკის ქედზე, მიწის ნაკვეთისთვის ლანდშაფტური ზონის სტატუსის შეცვლის და თავისუფლების მოედნის სიახლოვეს მდებარე მიწის ნაკვეთის 1 ლარად გასხვისების საკითხი.

დედაქალაქის მთავრობას სტატუსის შესაცვლელად მიმართა კომპანიამ, რომელიც „პანორამა თბილისის“ პროექტს ახორციელებს და ასევე ითხოვა, მიწისქვეშა ავტოსადგომის მოსაწყობად 1 ლარად გადაეცეს პუშკინის სკვერთან მდებარე 1900 კვადრატული მეტრი ფართობი. თბილისის საკრებულომ გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე უნდა დაამტკიცოს.

საკრებულოში მივიდნენ „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატები, ელენე ხოშტარია და ზაალ უდუმაშვილი, რომლებმაც სხდომის გადადება მოითხოვეს. ელენე ხოშტარიას განცხადებით, არ დაუშვებენ, რომ გეოლოგიური და სატრანსპორტო დასკვნის გარეშე, ერთ დღეში შეიცვალოს ზონები და ბიძინა ივანიშვილს აჩუქონ თბილისის შუაგულში მდებარე 40 ჰექტარი.

ხოშტარიას თქმით, საკითხი მომავალი მოწვევის საკრებულომ უნდა გადაწყვიტოს. თბილისის საკრებულოს სხდომამდე საკითხის განხილვა მწვავე კამათის ფონზე მიმდინარეობდა გარემოს დაცვისა და ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიების გაფართოებული სხდომაზეც. კომისიების ინფორმაციით, პუშკინის სკვერთან მდებარე 1 900 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთზე, სადაც ამჟამად ღია ავტოსადგომია, კომპანია 1 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს და რამდენიმედონიან მიწისქვეშა სადგომს მოაწყობს.

თბილისის მერი დავით ნარმანია ოპოზიციის წევრებს მოუწოდებს, საკრებულოს წარმომადგენლებს მუშაობის საშუალება მისცენ, – ამის შესახებ დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

დედაქალაქის მერის თქმით, ოპოზიციის მხირდან პირადად მან ვერ მოისმინა საკითხზე რაიმე სახის კონკრეტული არგუმენტი, ამიტომ, მერის თქმით, საჭიროა, რომ საკრებულოს ოპოზიციამ მუშაობის საშუალება მისცეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button