ხმაური გურჯაანში – გარემოვაჭრეებს ვაჭრობა აუკრძალეს [Audio]

ხმაური გურჯაანის აგრარულ ბაზართან. როგორც რადიო “ჰერეთის” კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, გარემოვაჭრეებს პოლიცია ადგილების დატოვებას და სხვაგან გადასვლას აიძულებს.
მოვაჭრეების თქმით, წუხელ, გვიან ღამით მათი კუთვნილი სავაჭრო დახლები მოიპარეს და დილით ადგილზე მისულებს ინვენტარი აღარ დახვდათ.
როგორც ისინი ამბობენ, კერძო ბაზარში სადაც მათ ვაჭრობის გაგრელებას სთავაზობენ, არასაკმარისი ფართია და პირობები მიუღებელი.
ბაზრის ხელმძღვანელის თქმით, პირველ ეტაპზე მოვაჭრეებს მოსაკრებელს არ გადაახდევინებენ.
გარემოვაჭრეები ქუჩაში ვაჭრობის აკრძალვას არ ემორჩილებიან და მუშაობას აგრძელებენ.
ადგილზე იმყოფებოდა გურჯაანის გამგეობის წარმომადგენელიც, თუმცა მას კომენტარი არ გაუკეთებია.