ხმაური გურჯაანში – მევენახეების აქცია განახლდა

გურჯაანში კახეთის გუბერნატორისა და მევენახეების შეხვედრა ხმაურით მიმდინარეობს – ამის შესახებ რადიო „ჰერეთის“ კორესპონდენტი გურჯაანიდან იუწყება. მისი თქმით, ამ წუთებში რამდენიმე ათეული მევენახე გურჯაანის გამგეობაში გამგებლთან და გუბერნატორთან შეხვედრას მართავს. შეხვედრა მედიისთვის დახურეს.

გლეხების თქმით, იქ კახეთის ყველა რაიონიდან არიან ჩასული. მევენახეები სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ, თუმცა მინისტრი იქ ჯერ არ გამოჩენილა.

აქციის მონაწილეთა მოთხოვნა ერთია – გაიზარდოს ყურძნის ფასი და კერძო კომპანიებმა რქაწითელი ერთ ლარად, ხოლო საფერავი 1,50 თეთრად ჩაიბარონ.

მოსახლეობასთან შესახვედრად კახეთის გუბერნატორი მივიდა. ირაკლი შიოლაშვილის თქმით, ყურძნის ფასებს ბაზარი არეგულირებს და არა სახელმწიფო. მისივე განცხადებით, სუბსიდია სახელმწიფოს საჩუქარია.

მსგავსი პოსტები

Back to top button