მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ხმაური იურიდიული კომიტეტის სხდომაზე

იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დროებით დავით მათიკაშვილი უხელმძღვანელებს. მოვალეობის შემსრულებლად მის არჩევას მხარი ორმა დეპუტატმა არ დაუჭირა – მათ შორის ერთი უმრავლესობის წევრი იყო. სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა.

კომიტეტის წევრმა “ევროპული საქართველოდან” ირაკლი აბესაძემ უზენაესის სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის შესახებ გააკეთა განცხადება. მისი თქმით, შერჩევის კრიტერიუმებზე მუშაობა ფარულად მიმდინარეობს, რაც დააზიანებს პროცესს.

უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმით კი, კანდიდატურების შერჩევის კრიტერიუმებზე მუშაობა ჯერ არ დაწყებულა და შესაბამისად, პროცესი ფარული ვერ იქნება.

მოისმინეთ ირაკლი აბესაძის, არჩილ თალაკვაძის, კახა კუკავას, დავით მათიკაშვილის, ნინო გოგუაძის და ბიძინა გეგიძის მიერ კომიტეტის სხდომაზე გაკეთებული განცხადებები.

4 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა.

კანდიდატები არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

მოსამართლეთა სიამ მმართველ გუნდსა და საზოგადოებაში მწვავე კრიტიკა და დისკუსია გამოიწვია.

მსგავსი პოსტები

Back to top button