მნიშვნელოვანისიახლეები

ხმაური იუსტიციის სამინისტროსთან

ხმაური იუსტიციის სამინისტროსთან – „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წევრი იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას ითხოვდა, თუმცა სამართალდამცავებმა მათ შენობაში შესვლის საშუალებას არ მისცეს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მინისტრ ბრეგაძესთან შეხვედრას ითხოვენ. მათ ამისთვის 10 წუთიანი ულტიმატუმის ვადაც მისცეს, თუმცა პასუხი არ მიუღიათ.

„4 ადამიანი ვითხოვთ შესვლას, გთხოვთ, რომ კამერების გარეშე შევიდეთ და მაინც წინააღმდეგობას ვიღებთ. ვითხოვთ პასუხებს იმ უკანონობაზე, რომელიც ქვეყანაშია გამეფებული,“- აცხადებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.

თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილის გოგა მემანიშვილის განმარტებით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები შენობაში იმიტომ არ შეუშვეს, რომ ისინი პოლიციის კორდონის გარღვევას და შენობაში ძალის გამოყენებით შესვლას ცდილობდნენ.

პოლიციამ ლევან ხაბეიშვილის დაკავებაც სცადა.

მსგავსი პოსტები

Back to top button