მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ხმაური მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე

მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის გამოსვლას ხმაური მოჰყვა.

ნაზი ჯანეზაშვილმა მოსამართლეთა კორპუსს მიმართა და სასამართლო სისტემის კლანურ მმართველობაზე ისაუბრა. მისი გამოსვლა დღეს დაგეგმილი არ იყო, მაგრამ საბჭოს არამოსამართლე წევრის გადაწყვეტილება იმ ვითარებას მოყვა, რაც მოსამართლეთა კონფერენციაზე შეიქმნა.

დღეს ყველა მოსამართლე ერთხმად ნაზი ჯანეზაშვილს და ანა დოლიძეს აკრიტიკებდა.

მოისმინეთ ნაზი ჯანეზაშვილის ხმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანის, გიორგი მიქაუტაძის თქმით, სასამართლო სისტემის მისამართით მიზანმიმართული და ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობს, რომელიც აგებულია სიცრუესა და უსაფუძვლო ბრალდებაზე. ეს კი, სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობას აზიანებს. მიქაუტაძემ კონფერენციაზე პოლიტიკოსებს და არასამთავრობო სექტორს მოუწოდა, სასამართლო სისტემის მიმართ არაჯანსაღი კრიტიკა შეწყვიტონ.

მოისმინეთ გიორგი მიქაუტაძის ხმა.

მოსამართლეთა რიგგარეშე 25-ე კონფერენციას 273 მოსამართლე ესწრება. კონფერენციაზე სპეციალური განცხადება მიიღეს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში არაჯანსაღი პროცესები ვითარდება, რაც სასამართლო ხელისუფლების მიმართ მიზანმიმართულად ხორციელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button