რეგიონი

“იცით, რას გეტყვით? რაც მევალებოდა მე, როგორც ხელისუფალს და მთავრობას, ყველაფერი გავაკეთე”-ღარიბაშვილი

“იცით, რას გეტყვით? რაც მევალებოდა მე, როგორც ხელისუფალს და მთავრობას, ყველაფერი გავაკეთე”- ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,ირაკლი ღარიბაშვილმა კახეთში, უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრების შესახებ გააკეთა.

მედიის კითხვა, უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრების ოჯახებისათვის სამძიმრის სათქმელად მისვლას შეეხებოდა.
ირაკლი ღარიბაშვილი თვლის, რომ უკრაინაში დაღუპული ქართველი გმირების პატივსაცემად ყველაფერი გააკეთა.

“მე კიდევ ერთხელ გირჩევთ, რომ დაღუპული მეომრების სახელით სპეკულირება არის უზნეო საქციელი. იცით, რას გეტყვით? რაც მევალებოდა მე, როგორც ხელისუფალს და მთავრობას, ყველაფერი გავაკეთე. დაწყებული მათი გადმოსვენებით და მათი ღირსეული სამხედრო წესით დაკრძალვით. დანარჩენი ყველაფერი არის სპეკულაცია და კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს”-განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ თავად უკრაინაში წასვლას არ გეგმავს
“კიევში იმყოფება დელეგაცია შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით. ჩვენ გავაგზავნეთ ასევე ყველაზე მეტი რაოდენობის ტვირთი უკრაინაში და მადლობა მინდა ვუთხრა ამისთვის ქართველ ხალხს”-თქვა მთავრობის მეთაურმა.

ირაკლი ღარიბაშვილი დღეს კახეთში იმყოფებოდა, სადაც რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

მსგავსი პოსტები

Back to top button