მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ხმაური პარლამენტთან-პოლიცია აქტვისტებს აკავებს

პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ქართული ოცნების დეპუტატებს შეძახილით „მონა“ აცილებენ

ისინი შენობის პიკეტირებას და პარლამენტის დეპუტატებისთვუის სირცხვილის დერეფნების მოწყობას ცდილობენ,თუმცა პოლიცია მათ ამის შესაძლებლობას არ აძლევს.

აქციის მონაწილეებს თან აქვთ ტრანსპარანტები, დროშები და საყვირები. რამდენიმე აქტივისტი ტერიტორიიდან პოლიციამ უკვე გაიყვანა, თუმცა, ჯერ არაა დაზუსტებული, ეს დაკავება იყო თუ გარიდება.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის პიკეტირება,ოპოზიციამ, ერთიანი გეგმის ფარგლებში, დღეს დაანონსა.

მოისმინეთ, ენმ-ს წერვის ზაალ უდუმაშვილის ხმა აქციიდან

მსგავსი პოსტები

Back to top button