მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ხმაური პარლამენტთან-ჟურნალისტებს შენობაში არ უშვებენ

პარლამენტის უკანა შესასვლელთან ხმაურია, შენობაში არ უშვებენ შეკრებილ ჟურნალისტებს . მათ საკანონმდებლო ორგანოში შესვლა და დეპუტატებისთვის კითხვების დასმა სურთ, თუმცა ამის საშუალება არ ეძლევათ.

ჟურნალისტების სახელზე საშვია დაშვებული. პოლიციის წარმომადგენლები მათ არ ეუბნებიან, რის საფუძველზე ეთქვათ უარი შენობაში შესვლაზე.

იქ იმყოფებიან ვახო სანაია, ნანუკა ჟორჟოლიანი, ნინო ჯანგირაშვილი, დავით აქუბარდია, ასევე, ელენე ხოშტარია და თინა ბოკუჩავა.

ჟურნალისტებთან შესახვედრად გამოვიდა დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი, რომელმაც დაცვის წარმომადგენლებს და სამართალდამცავებს მიმართა, რომ როგორც დეპუტატს ჰქონდა ამ ადამიანების პარლამენტში შეყვანის უფლება, თუმცა ამის მიუხედავადაც, ჟურნალისტებმა საკანონმდებლო ორგანოში შესვლა ამ დრომდე ვერ მოახერხეს.

ადგილზე დაპირისპირებაა.ისმის სასტვენების და შეძახილების ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button