ხმაური ქარელის საკრებულოს სხდომაზე

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დღეს ხმაური იყო.
სოფელ რუისის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები აპროტესტებდნენ სხდომაზე განსახილველ საკითხს “ქარელის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის შესახებ”.
მიწის ამ ფართობს ადგილობრივი მოსახლეობა განიხილავს, როგორც სპორტული კომპლექსის მშენებლობისთვის საჭირო ტერიტორიას.
საკითხზე წლებია დავა მიმდინარეობს. გაიმართა არაერთი სასამართლო პროცსი.
ქარელის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე რუისელების მოთხოვნას არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ ამ ფართობზე არა სპორტული მოედანი, არამედ ნაგავსაყრელი და საძოვარია და ტერიტორიის განვითარებისთვის, სხვა მოქმედებებია საჭირო.
საბოლოოდ, – 26 მომხრე და 2 წინააღმდეგი. ქარელის საკრებულომ სოფელ რუისის 10 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი მიწის ფართობი უსასყიდლოდ, ეკონომიკის სამინისტროს გადასცა.