მნიშვნელოვანირეგიონი

ხობის მუნიციპალიტეტს მეორე მსოფლიო ომის ერთადერთი მონაწილე დღეს გარდაიცვალა

ხობის მუნიციპალიტეტს მეორე მსოფლიო ომის ერთადერთი მონაწილე ჰყავდა,რომელიც დღეს გარდაიცვალა.

იგი კაპიტო ცხადაიაა.

98 წლის მოხუცს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ სახლში მიულოცა დღევანდელი დღე და იგი მალევე გარდაიცვალა,- უთხრა რადიო თბილისს სოფელ ნოჯიხევის მკვიდრმა.

“ასაკი ჰქონდა,დიდად არაფერი აწუხებდა. ბედისწერაა-როგორია…ყველაზე მეტად დღევანდელი დღე უყვარდა და დღეს გარდაიცვალა.

საკრებულოს თავმჯდომარე (ლევან ქავთარაძე) ექიმია,დროზე აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება,მაგრამ სამწუხაროდ გარდაიცვალა”-გვითხრა მან.

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს შვილები,შვილიშვილები,შვილთაშვილები და მათი შვილები დარჩა.

მსგავსი პოსტები

Back to top button