რეგიონისაქართველოსიახლეები

ხობში სტალინის და ბერიას ქუჩებს სახელები შეუცვალეს

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, დღეს, ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, სადაც ქუჩებისთვის სახელის გადარქმევისა და უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ საკითხი განიხილეს.

„საკრებულომ გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის სამთავრობო კომისიასთან შეთანხმებით მიიღო გადაწყვეტილება სტალინის ქუჩისთვის საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭებისა და ბერიას ქუჩისთვის საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას სახელის მინიჭების თაობაზე“, – ნათქვამია ხობის საკრებულოს განცხადებაში.

ზუგდიდში კი, დღემდე არსებობს ბერიას ქუჩა და სხვა ბოლშევიკური პერიოდის ტოპონიმები.

მსგავსი პოსტები

Back to top button