მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ხოდაშენში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში, ბურნაძეების კუთვნილი საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ოჯახმა ბინის დატოვება მოასწრო და დაშავებული არავინ არის.

სახლის მესაკუთრე ვარაუდობს, რომ აალება ძველმა ელექტროგაყვანილობამ გამოიწვია.

ხანძრის შედარებით დიდი მასშტაბის გამო, ადგილზე 5 სახანძრო ეკიპაჟი იყო მობილიზებული.არსებობდა ხანძრის სხვა სახლზე გავრცელების საფრთხეც, თუმცა მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება დროზე მოახერხეს.

შემთხვევის ადგილზე, სამართალდამცავებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც ხანძრის წარმოშობის მიზეზი უნდა დაადგინონ

მსგავსი პოსტები

Back to top button