მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ხოდაშნის საჯარო სკოლაში კორონავირუსი დაფიქსირდა

სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ, კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა თელავის მუნიციპალიტეტში. რადიო ჰერეთის ინფორმაციით, სოფელ ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლაში კოვიდ- 19, უფროსკლასელს დაუფიქსირდა.

ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, კლასი, რომელშიც მოსწავლე დადის, ორი კვირით ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადავიდა. სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა თელავის ერთი საჯარო და ალავერდის ეპარქიას დაქვემდებარებული სკოლების ორი კლასი, სადაც კორონავირუსი მოსწავლეებს დაუდასტურდათ.

ორკვირიან ონლაინ რეჟიმზე სწავლას დაუბრუნდა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხის საჯარო სკოლაც, სადაც კორონა ვირუსი ადმინისტრაციის ორ თანამშრომელს დაუდგინდა.

სწავლა კახეთის საჯარო სკოლების საკლასო ოთახებში, 1 თებერვალს განახლდა.

3 თებერვლისათვის, საჯარო სკოლებში კორონავირუსის უკვე 5 შემთხვევაა დაფიქსირებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button