მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

,,ხომ არ არის დრო ქართველებთან დიალოგი დავიწყოთ?!”

თემურ ცხურბათი, რომელიც ცხინვალში ცხოვრობს და სამოქალაქო აქტივისტია, სოციალურ ქსელში თანამოქალაქეებს მიმართავს:

,,მეგობრებო და არამეგობრებო, ხომ არ დადგა დრო დავიწყოთ ადეკვატურ და არაადეკვატურ ქართველებთან დაიალოგი? რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთი – არ წარმოადგენს პრობლემას ნორმალური ურთიერთობისთვის”. – წერს თიმურ ცხურბათი.

ამ პოსტმა სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. მისი პოსტის ქვეშ სხვადასხვა მოსაზრება იწერება. ძირითადი აქცენტი მაინც, საომარ მოქმედებებზე კეთდება.

,,ჩემი შეკითხვის მიზანია არა მხოლოდ ჩემი მოსაზრების, არამედ ოსთა აზრის გაგება და გადმოცემა ქართული საზოგადოების წინაშე”. – უთხრა Qartli.ge-ს თემურ ცხურბათმა.

ის ცხინვალში გამომავალი გაზეთის ,,სამხრეთ ოსეთის” რედაქტორია. კოკოითის მმართველობის დროს, დაპატიმრებულიც იყო.

2019 წელს თემურ ცხურბათი თბილისში “სტუდია რე”-ს ესტუმრა და მასთან ჩაწერილი ინტერვიუც გამოქვეყნდა. როგორც თქვა, მაშინ ძალიან მოეწონა უფლისციხე. მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორ ბადრი გასპაროვს მოკითხვაც შეუთვალა.

,,თქვენმა სპეცსამსახურებმა ბოლოს აღარ შემომიშვეს. ესეც მინდა, რომ დაწეროთ”. – განაცხადა გაზეთის რედაქტორმა.

ჯერჯერობით, მის ინიციატივას ოფიციალური თბილისი არ გამოხმაურებია. როგორც ცხურბათმა თქვა, ამ ეტაპზე მას ოსური საზოგადოების აზრი აინტერესებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button