ხონში 108,07 ჰექტარზე ჩაის პლანტაცია გაშენდება. ამის შესახებ დღეს ცნობილი გახდა მთავრობის სხდომაზე. მთავრობის გადაწყვეტილებით,ერთ-ერთ კომპანიას ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ დედალაურში 2 მიწის ნაკვეთი, ჯამური ფართობით – 108,07ჰა, იჯარის უფლებით, 25 წლის ვადით, სარგებლობაში გადაეცემა.
ეს გადაწყვეტილება მთავრობამ ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ ფარგლებში მიიღო.