ყოფილი პარლამენტარის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მამაკაცი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში, ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1950 წელს დაბადებულ ნოდარ მოდებაძეს და მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს.

პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

მსგავსი პოსტები

Back to top button