ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიას დროებით, ქორეპისკოპოსი თეოდორე უხელმძღვანელებს

ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიას დროებით, თეოდორე ( ჭუაძე) უხელმძღვანელებს. ახალი ეპისკოპოსის დანიშვნის აუცილებლობა, მეუფე დიმიტრის გარდაცვალების შემდეგ წარმოიშვა. ქორეპისკოპოსი თეოდორე, პარალელურად ნეკრესის ეპარქიის დროებითი მმართველის საქმიანობასაც შეითავსებს.
ნეკრესის ეპარქიას, მეუფე სერგის გარდაცვალების შემდეგ ხორნაბუჯისა და ჰერეთის გარდაცვლილი ეპისკოპოსი ედგა სათავეში.
ორი ეპარქიის დროებითი მმართველის გარდა, მეუფე თეოდორე ამჟამად, ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტია. თეოდორე ჭუაძე, სიღნაღში დაიბადა, სკოლა კი თელავში დაასრულა. 1991 წელს მან საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, 1992 წელს კი, ახალციხის სასულიერო სემინარია დაამთავრა.
საპატრიარქოს წმინდა სინოდს უკვე 6 ეპარქიის მუდმივი მმართველის დანიშვნის გადაწყვეტილება აქვს მისაღები, თუმცა, როდის შეიკრიბება წმინდა სინოდი, ჯერ ცნობილი არ არის. ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი, მეუფე დიმიტრი( კაპანაძე) კორონავირუსის შემდგომი გართულებებით, 23 იანვარს გარდაიცვალა.