კნუტის ერთგულებამ ინტერნეტ მომხმარებლები მოხიბლა [Video]

სოციალურ ქსელებში სულ უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს ვიდეორგოლი, რომელზეც ასახულია კნუტის გაქცევა მეზობელ ბოქსში, სადაც მისი მეგობარი ლეკვი ცხოვრობს.
ამაღელვებელმა ვიდეომ, რომელმაც 2 დღეში 400 ათასი ნახვა დააგროვა, აშკარად დაგვანახა, რომ ცხოველებს მარტოობაში ცხოვრება არ სურთ.
ჩანაწერი ტაივანის დედაქალაქ ტაიბეიში, შინაური ცხოველების ერთ-ერთ მაღაზიაში გადაიღეს. ვიდეოზე ჩანს, რომ ბოქსის მინის კედელი საკმაოდ მაღალია და მასზე გადაძრომა არც ისე მარტივი საქმეა, მაგრამ კნუტმა დაბრკოლება გულადად გადალახა და მეგობარს “ჩაეხუტა”.