ხოტენაშვილმა მე-2 პარტიაც მოიგო
ქართველმა მოჭადრაკე ბელა ხოტენაშვილმა (2502) გიბრალტარში მიმდინარე პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე მე-2 გამარჯვება იზეიმა და ლიდერთა შორის გაერია.
მე-2 ტურში ხოტენაშვილმა შავი ფიგურებით აშშ-ს სახელით მოთამაშე კონსტანტინ კავუცკი (2360) დაამარცხა და დამატებითი მაჩვენებლებით 37-ე ადგილზე დამკვიდრდა. სულ, ორიდან ორი პარტია 42 მოჭადრაკეს აქვს მოგებული.
მე-3 ტურში ბელა თეთრებით ითამაშებს, თუმცა, მეტოქეც სერიოზული ჰყავს: ინდოელი აბიჯეეტ გუპტა (2613), რომელსაც 31-ე განთესვა გააჩნია.
შეგახსენებთ, რომ Tradewise Gibraltar Chess Festival 2016-ის მასტერსის ტურნირს 250-მდე მონაწილე ჰყავს, შეჯიბრი კი შვეიცარიული სისტემით წარიმართება და საპრიზო ფონდიც ძალიან სერიოზულია.
ტურნირის გამარჯვებული 20 ათას ბრიტანულ გირვანქას მიიღებს, ქალთა შორის საუკეთესოს კი 15 ათასი ერგება.