რეგიონისაქართველოსიახლეები

ხოვლეში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეს მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს. ამის შესახებ სოფლის ცენტრში შეკრბილი მოსახლეობა ოპოზიციის წარმომადგენლებს ესაუბრა.

მათი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება საკითხის მოგვარებას დიდი ხანია პირდება, თუმცა დაპირება დაპირებად რჩება.

ხოვლელებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შიდა ქართლის ორგანიზაციის წარმომადგენელი ბადრი ბასიშვილი შეხვდა. მან განმარტა, რომ ამ ხელისუფლებისგან დაპირების შეუსრულებლობა არ უკვირს.

კასპის მერიაში აცხადებენ, რომ სასმელი წყლის დეფიციტი უკანონო მიერთებებმა გამოიწვია და დებეტი მოსახლეობას არ ყოფნის.

წყარო: Qartli.ge

მსგავსი პოსტები

Back to top button