21-ე საუკუნის ახმეტური კონტრასტები – რადიობლოგი
დიდი ხანია უკვე ახმეტაში რამდენიმე დღით არ გავჩერებულვარ, ძირითადად საქმის გამო მიწევს ჩასვლა მაქსიმუმ ორი დღით და ახლა გადავწყვიტე თითქმის ერთი კვირა გამეტარებინა ჩემს ქალაქში და გამეგო რა ხდება ადგილობრივი თუ უცხოელი მოქალაქეებისთვის მიმზიდველი, გასართობი და დროის ნაყოფიერად გამოყენების რა საშუალებებია იქ.მაგალითად ახმეტაში არ არის სასტუმრო, რომელიც სტანდარტებს აკმაყოფილებს, არა და ტურისტების რიცხვი დიდია.
რადიო “ჰერეთი” წარმოგიდგენთ კახი გიგაურის რადიობლოგს – “21-ე საუკუნის ახმეტური კონტრასტები”
ჰერეთის რადიობლოგების მომზადება შესაძლებელი გახდა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერით, რომელიც შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით იქნა გაწეული. რადიო ბლოგების შინაარსზე პასუხისმგებელია რადიო ჰერეთი. მასში გადმოცემული მოსაზრებები შეიძლება არ ემთხვეოდეს შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და/ან ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის შეხედულებებს.