არასამთავრობო ორგანიზაციები საარჩევნო ადმინისტაციას მიმართავენ

არასამთავრობო ორგანიზაციები, საარჩევნო ადმინისტაციას, ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობის ოფიციალური ინფორმაციის დროულად გამოქვეყნებისაკენ მოუწოდებენ.

,,სამართლიანი არჩევნებისა და „დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაში” მიიჩნევენ, რომ ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობა, საგანგაშო არ არის, თუმცა, არსებული ეჭვების გასაფანტად, ცესკომ ინფორმაცია უნდა გაასაჯაროოს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ არა მხოლოდ არჩევნების ჯამური შედეგები, არამედ თოთოეული ოქმისა და საარჩევნო უბნის მიხედვით დათვლილი ხმების რაოდენობა უნდა გამოაქვეყნოს და ის ანალიტიკოსებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button