მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ხურვალეთში რუსები გამოჩნდნენ

მზადება ახალი ტერიტორიების მისატაცებლად. ხურვალეთში დღეს საოკუპაციო ძალები იყო მობილიზებული. საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთიდან და საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნება სოფლის სიახლოვეს. ათზე მეტი შეიარაღებული პირი, მთის ფერდობზე უკანონო სამუშაოებს აწარმოებდა და ხელმძღვანელობისაგან იღებდა დავალებებს. ეს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაა. მათ სოფლის სიახლოვეს, იმ ადგილზე ჰქონდათ მოწყობა, სადაც გასულ წელს უკანონო ნაგებობები მოაწყვეს.

შეიარაღებული ფორმიანები ადგილზე სამხედრო მანქანებით მივიდნენ და მას შემდეგ დაიშალნენ, რაც შენიშნეს რომ მათი მობილიზება “ანტისაოკუპაციო მოძრაობის” დრონმა დააფიქსირა,
აეროგადაღების კამერის დანახვის შემდეგ სამხედროებმა ტერიტორია დატოვეს. მოსახლეობა შეშინებულია და უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას ითხოვს. მათი თქმით, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ოკუპანტები გადაადგილდებიან, თუმცა ადგილზე ამ დრომდე არ გამოჩენილა ქართული პოლიცია:

“ძალიან ბევრნი არიან, ვერ ვითვლი აქედან და ახლოსაც ვერ მივდივარ, მითუმეტეს თამაზ გინტურის მკვლელობის შემდეგ მეშინია მეც. ერთი პირდაპირ ჩვენკენ იყურება, ბევრნი არიან და მანქანებით გადაადგილდებიან. შეიძლება რაღაცა შემოიტანეს სასაფლაოსთან, შარშან გაზაფხულზე რაღაც ააშენეს. ინტენსიურად გადაადგილდებიან და მთელი სოფელი ხედავს, რომ აკეთებენ რაღაცას. ადრე კი იცოდა პოლიციამ გამოჩნდებოდა და დადგებოდა და დღეს არც ჩვენი პოლიცია დგას და არც ევროკავშირის წარმომადგენლები გამოჩენილან” ამბობს ლუდა სალია.

ხელისუფლება კი ოკუპანტების მორიგ უკანონო ქმედებას ჩვეული დუმილით ხვდება. ხურვალეთი ის სოფელია, რომელიც მავთულხლართებმა ორ ნაწილად ჯერ კიდევ წლების წინ გაყო, თუმცა ოკუპანტები ამას არ სჯერდებინ და სოფელში დამატებითი ტერიტორიების ოკუპაციას გეგმავენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს, რომ კადრები 29 ნოემბრის ვითარებას ასახავს და რომ დღეს სოფლის სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ნამდვილად დაფიქსირდა საოკუპაციო ძალების გადაადგილება. უწყების პრესსამსახურში გვითხრეს, რომ საოკუპაციო ძალები პერიოდულად გადაადგილდებიან ხოლმე ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში და ყველა ასეთ შემთხვევას ქართული მხარე განიხილავს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე.

ცოტა ხნის წინ ხურვალეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები შევიდნენ. პროცესს ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი თვალს ადევნებდა და პარალელურად, ისმოდა საპროტესტო შეძახილები: “ეს თქვენი მიწა არ არის”. ხურვალეთი იყო პირველი სოფელი, სადაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. ბორდერიზაცია 2011 წელს დაიწყეს.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ანტისაოკუპაციო მოძრაობამ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ ხურვალეთში, შეიარაღებული ოკუპანტების მობილიზებაა და ისინი მთის ფერდობზე გადაადგილდებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button